ქართული ოცნება ევროპარლამენტარებს უგულავას საქმის შესასწავლად კომისიის შექმნას სთავაზობს

12 თებ 2020

მმართველი გუნდი ევროპარლამენტარებს სთავაზობს, გიგი უგულავას საქმეზე შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი კომისია. ევროპარლამენტარები საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ და შეისწავლონ თბილისის ყოფილი მერის საქმე. 

"გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს შევთავაზეთ, რომ შეიქმნას სპეციალური ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი, მისია ევროპულ პარლამენტში, რომელიც ჩამოვა საქართველოში და დეტალურად გაეცნობა მაგალითად გიგი უგულავას საქმის, როგორც შინაარსს ასევე პროცედურულ მხარეს" - განაცხადა სტრასბურგში, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლომ ის ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ.