ამინდის გაუარესების გამო, გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

12 თებ 2020

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ინფრომაციით, 15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება"- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.