12 თებ 2020
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმაურება.
"სალომე ზურაბიშვილი დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის"-ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.