ბათუმში 80 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

12 თებ 2020

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, 80 აბონენტს გუშინ საღამოს შემდეგ ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. "სოკარ ჯორჯია გაზი" აჭარაში ამბობენ, რომ მწყობრიდან გამოვიდა წნევის მარეგულირებელი. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და აბონენტებს გაზმომარაგება დღის ბოლომდე აღუდგებათ.