ბათუმში ორი დღის განმავლობაში იწვიმებს, მთაში კი მოთოვს

12 თებ 2020

აჭარაში დღის მეორე ნახევრიდან ამინდი შეიცვლება, სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია წვიმა, გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მთაში განახლდება თოვა.

ხვალ ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება და ნალექის ინტენსიობა მოიმატებს.

13 თებერვალს

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +9 გრადუსი;

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +8;

შუახევი-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +1;

ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -4 დღისით -2;

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +3;

გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -13 დღისით -7.

 

ფოტო:დათო ტრაპაიძე