მცხეთაში მტკვარი გაიყინა

12 თებ 2020

მცხეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრის გარკვეული მონაკვეთები გაყინულია.

ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მოყინულ ზედაპირზე გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია.

ფოტო: იოანე ბერუაშვილი