გიგი უგულავა არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები - ბექა ბასილაია

11 თებ 2020

გიგი უგულავა არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები - თადუმაძე, გაბინაშვილი, შავლიაშვილი თუ სხვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" მსჯავრდებული წევრის, გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, გიგი უგულავას საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.