17 სექ 2016
ბათუმის რიგით მეოთხე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორს და მონაწილეებს დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უმასპინძლა. ავთანდილ ბერიძემ, ელისო ბოლქვაძე, დარკო ბრლეკი და ვალერი პიასეცკი უმაღლეს საბჭოში მიიწვია. საუბრის თემა ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები იყო.