EMC დეკანოზის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

11 თებ 2020

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის განცხადებით, თუ საპატრიარქო პროცესებში არ ჩაერევა, სავარაუდოდ, სასამართლო დეკანოზისთვის სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას მიიღებს.დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების თხოვნით "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სასამართლოს დღეს მიმართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, მსჯავრდებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის განსხვავებულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

ორგანიზაციის ადვოკატი აცხადებს, მსგავს შემთხვევებში საქართველოს  კანონმდებლობა, გადავადების მექანიზმების ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა.