მედია ტური აჭარის წყალსაცავებზე

17 სექ 2016

შპს “ბათუმის წყალმა” მედია ტური მოაწყო. ჟურნალისტებმა ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობა, ინჯალოს წყლის რეზერვუარი და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები დაათვალიერეს და წყალგამწმენდებს და წყლის გაფილტრვის პროცედურებს გაეცნენ. ლაშა ველიაძე მთელი დღის განმავლობაში რეგიონის ჟურნალისტებთან ერთად ბათუმის წყლით მომარაგების თავისებურებებს ეცნობოდა.