უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

10 თებ 2020

თუ გიგი უგულავას დააკავებენ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ფიქრობს, რომ ეს რუბიკონის გადალახვა იქნება, რომლიდანაც ხელისუფლება უკან ვეღარ დაბრუნდება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, უგულავას დაპატიმრება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის, იმ მოლაპარაკებებს, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს.