„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს

09 თებ 2020

10:23 ამ ანგარიშით „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს. პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 5:23 დასრულდა. ორი ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, ერთი კი აკაკი ტაბუცაძემ. თედო აბჟანდაძე გუნდს წარმატებული ჯარიმებით და გარდასახვით დაეხმარა.

მეორე ტაიმში კი ესპანელებმა ლელო ბოლო წუთზე გაიტანეს. ეს მატჩი, ორივე გუნდისთვის რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მეორე შეხვედრა იყო. აქამდე, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდები 20-ჯერ შეხვდნენ.