უხვი ნალექის გამო სტამბოლი-ბათუმის ავიარეისი გაუქმდა 

09 თებ 2020

უხვი ნალექის გამო სტამბოლი- ბათუმის რეისი გაუქმდა. ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციის  ინფორმაციით ფრენა დღეს 5 საათზე უნდა შესრულებულიყო, ხოლო გაფრენა ბათუმიდან სტამბულის მიმართულებით 6 საათზე იგეგმებოდა.

შესაბამისად გაუქმდა გაფრენა ბათუმი-სტამბოლის მიმართულებითაც. ბათუმის აეროპორტში ამ დროისთვის შემდეგი ფრენის დროზე ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.