სააკაშვილი 1-ელი მარტიდან "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე პირად შტაბს ხსნის

08 თებ 2020

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე,“ნაციონალურ მოძრაობასა” და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, პირად შტაბს ხსნის.

გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში სააკაშვილი, ივანიშვილის რეჟიმის დასრულებასა და „საქართველოს გადარჩენაზე საუბრობს“. ყოფილ პრეზიდენტს არ უხსენებია საქართველოში ჩამოსვლა და დამატებით არც შტაბის დეტალებზე უსაუბრია.