საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპი მოიგო

07 თებ 2020

დღეს, ჩოგბურთში ფედერაციის თასის პლეი-ოფის მატჩები გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თუ ქართველები ფინელების დამარცხებას შეძლებენ საქართველოს ქალთა ნაკრები დაწინაურდება და ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში გადაინაცვლებს.

საქართველოს ნაკრებმა ფედერაციის თასის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი გამარჯვება მოიპოვა. გოგონებმა ტუნისის, ისრაელის და მოლდოვის დამარცხება შეძლეს.