07 თებ 2020
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ფაო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს.
დაინტერესებულ ფერმერებსა და კოოპერატივებს პროგრამის ფარგლებში ათასიდან 150 ათას დოლარამდე გრანტის მიღება შეუძლიათ 60%-იანი თანადაფინანსებით. პროექტების მიღება 31 მარტამდე გაგრძელდება.
ინიციატივის მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაა. პროგრამის კოორდინატორებმა საინფორმაციო შეხვედრა შუახევში გამართეს.