ხულოში ირემაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა

06 თებ 2020

ხანძარი იყო ხულოში. სოფელ ღორჯომში ირემაძეების ხის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. სახლში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა. დაიწვა სახლის მიმდებარედ დამხმარე შენობა-ნაგებობის ნაწილიც.

დაზარალებულები ამ დროისთვის თავს მეზობელს აფარებენ.  ხულოს მერიაში ამბობენ, რომ ზარალს კომისია დაითვლის და  შემდეგ გადაწყდება რა სახით მოხდება  ოჯახის დახმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,   რაც ნივთის ცეცხლით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე  სახანძრო სამსახურის ბრიგადები იყო  მობილიზებული.