ზაზა ხალვაშის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში

05 თებ 2020

გარდაცვლილი რეჟისორის ზაზა ხალვაშის სამძიმარი თბილისში მის საცხოვრებელში მიმდინარეობს. ხვალ და ზეგ პანაშვიდები უკვე ბათუმში გაიმართება, რეჟისორს შაბათს დაკრძალავენ. ზაზა ხალვაში გუშინ გარდაიცვალა. ბათუმელი რეჟისორი იყო არა ერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კინოფესტივალების გამარჯვებული.