სირცხვილის დერეფნები და პერფომანსები - აქცია პარლამენტთან

05 თებ 2020

აქცია, სირცხვილის დერეფნები და პერფომანსები - უმრავლესობის შეხვედრამ, რომელიც მედიისთვის და საზოგადოებისთვის უცნობი იყო პროტესტის ფონზე ჩაიარა. აქციის დაწყებამდე მმართველი გუნდის წევრები უკვე პარლამენტში იყვნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სულერთია-მათ სირცხვილის დერეფნები დისკომფორტს არ უქმნით. პროტესტის მიზეზი ამჯერადაც საარჩევნო მოდელის ცვლილება იყო.

ყველაფრის მიუხედავად უმრავლესობის მხრიდან მაქსიმალურ  დათმობად უკვე ოპოზიციისთვის  შეთავაზებული მოდელი 50/100-ზე რჩება. ოპოზიცია კი ხელისუფლებისგან მეტ კომპრომისს ითხოვს. აცხადებენ, რომ დემოკრატიის ხელყოფაში მხარს "ოცნებას" არავინ დაუჭერს. თუმცა ყოველი მეორე ამომრჩევლის მხარდაჭერას და 2016 წლის შედეგის გამეორებას პროგნოზირებს  მმართველი გუნდი.