საპროტესტო აქცია და სირცხვილის კორიდორი - პარლამენტთან პიკეტირება დასრულდა

05 თებ 2020

პარლამენტის შენობასთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ოპოზიციის აქცია დასრულდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მათმა მხარდამჭერებმა და სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებმა მმართველი პარტიის დეპუტატებს „სირცხვილის დერეფნები“ მოუწყვეს. მათ პარლამენტის ერთ-ერთი ჭიშკრის დაბოქლომებაც სცადეს, თუმცა   ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

დღევანდელი აქცია მსვლელობით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ ღობეზე ბანერი წარწერით „სირცხვილი" გააკრეს.