სენატორების შეხვედრა დავით ზალკალიანთან

05 თებ 2020

მივიღეთ გარანტიები, რომ  საქართველოში ვითარება შეიცვლება- ამის შესახებ აშშ სენატორმა ჯიმ რიშმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯიმ რიში ერთ-ერთია იმ სენატორებიდან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა და „საქართველოში დემოკრატიის განვითარების შეფერხების“ გამო შეშფოთება გამოთქვა. რიშთან ექსკლუზიური ინტერვიუ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ ჩაწერა.