საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძეს უსმენს

04 თებ 2020

რა გეგმები აქვს ირაკლი შოთაძეს, გენერალურ პროკურორად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში. კანდიდატს საბჭოს წევრები 2 საათი უსმენდნენ. ახლა კი, კითხვებს უსვამენ.

ოპოზიციას ირაკლი შოთაძესთან კითხვები, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით და პოლიტიკურ დევნაზე აქვს. თავად შოთაძე მიიჩნევს, რომ კრიტიკის უკან ცალსახად პოლიტიკური მოტივაცია იკვეთება.