სარფში უკანონოდ 132.2 გრამი ოქროს ნაკეთობები შემოიტანეს

04 თებ 2020

მებაჟე ოფიცრებმა, „სარფში“ საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 11,263.44  ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (132.2 გრამი) ნაკეთობები აღმოუჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,263.44 ლარის ოდენობით შეეფარდა.