ევრაზიული ფოცხვერი ჯავახეთის დაცული ტერიტორიებიდან

03 თებ 2020

 ევრაზიული ფოცხვერის ეს იშვიათი კადრი ფოტოხაფანგმა რამდენიმე დღის წინ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი თეთრობის აღკვეთილში დააფიქსირა - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

 ევრაზიული ფოხვერი (Lynx lynx) საქართველოს მოქმედ "წითელ ნუსხაში" გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსით შედის.