საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

03 თებ 2020

ახალი ტიპის კორონავირუსის გამოვლენა ტესტით, საქართველოში ხვალიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ  საქართველოში კორონა ვირუსი არ არის და არც პანიკის საფუძველია.

რაც შეეხება 3 პაციენტს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, ქალაქი უხანი ცოტა ხნის წინ დატოვეს და მათზე ბიოლოგიური კვლევის შედეგებს როტერდამიდან ხვალ ელოდებიან.