02 თებ 2020
აჭარის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 30, დაბლობში კი 5-10 სანტიმეტრია. ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის გაწმენდა 10 სოფლის მიმართულებითაა საჭირო, გადაადგილება ამ დროისთვის მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები არ ტარდება. მოსახლეობას ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.