ხმაური ''ქართული ოცნების'' ოფისში

16 სექ 2016

ხმაური ქობულეთში, ქართული ოცნების შტაბში. იპოთეკით დაზარალებულები პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა სურდათ.ისინი ითხოვენ გარანტიებს, რომ     არჩევნების შემდეგ სახლებიდან არ გამოასახლებენ.  ქობულეთის გამგებელმა აქციის მონაწილეები პროვოკაციაში დაადანაშაულა. კითხვები მოჰყვა შენობაში მედიის წარმომადგენლების ყოფნასაც.