16 სექ 2016
ბათუმის პორტთან მდებარე ყოფილ ხის გადამამუშავებელ საწარმოში 25 ოჯახი თვითნებურად შესახლდა. მათ შორის არიან ეკომიგრანტები, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველები. როგორც ისინი ირწმუნებიან, ამ დრომდე ქირით ცხოვრობდნენ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და თანხის გადახდას ვერ ახერხებდნენ, ამიტომაც გადაწვიტეს ცარიელ შენობაში შესახლება. ობიექტი სახელმწიფო საკუთრებაა. ქონების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხს შეისწავალიან და კომენტარი ამის შემდეგ, სავარაუდოდ ორშაბათს გაკეთდება.