01 თებ 2020
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომან გოცირიძე ვირუსების მოსალოდნელ საფრთხეს გამოეხმაურა და ეკლესიებს ურჩევს, ზიარებისას ერთჯერადი კოვზები გამოიყენებენ. მისი თქმით, ეს პროგრესული და თამამი ნაბიჯი იქნებოდა.
ამაზე გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: "რამდენი მილიონი ადამიანი გადაარჩინა ერთჯერადმა შპრიცებმა, სხვა მსგავსმა, ერთი შეხედვით მარტივმა ”სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის” მიღწევებმა?! რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?! ამ გაგანია ვირუსობის პერიოდშიც კი ხმას რომ არავინ იღებს ამაზე?"