აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე 70 წლისაა

01 თებ 2020

აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, 70 წლისაა. მისი პირველი საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,მერცხალის“ დაარსებიდან კი 60 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში საიუბილეო საღამო გაიმართა.

მოეწყო ნორჩი ტექნიკოსების ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც. გასულ წელს ტექნიკური შემოქმედების განყოფილების ახალგაზრდებმა  საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში წარმატებას მიაღწიეს.