თოვლმა სოფელ თხილვანაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

01 თებ 2020

ხულოში გუშინ მოსულმა თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 10 სმ-ს მიაღწია, დაბაში 2-3 სმ-ია. თოვლს ჯერჯერობით პრობლემები არ შეუქმნია გადაადგილების მხრივ.

 

სოფელი თხილვანა

შეფერხებებია ენერგომომარაგებაში. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია სოფელი თხილვანა, სადაც მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდგენა.

 

უხვ ნალექს შეფერხებები არ გამოუწვევია შუახევში. 

სოფელი ნენია