მერია განაშენიანების რეგულირების გეგმის შესამუშავებლად კონკურსს აცხადებს

31 იან 2020

ბათუმის მერია განაშენიანების რეგულირების გეგმის შესამუშავებელ კონკურს აცხადებს. საკრებულომ მერიას დოკუმენტის ტექნიკურ დავალებაზე თანხმობა გასცა.  განაცხადების მიღება  დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებულ კომპანიას დოკუმენტის შემუშავებისთვის  დაახლოებით ერთი წლიანი  ვადა ექნება.  

დოკუმენტის მომზადებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სივრცით დაგეგმარებაში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება უნდა ქონდეს.  

წლებია ბათუმს გენერალური გეგმა არ აქვს,  რაც კრიტიკის საგანია არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამბობენ, რომ გენერალური გეგმის შემუშავებას ხელისუფლება აჭიანურებს, ამით კი ხელს ქალაქში ქაოტურ მშენებლობებს უწყობს.