ორ მილიონ ლარზე მეტი აჭარის მთავრობის აპარატის 106 თანამშრომლისთვის

30 იან 2020

წლები გადის, მთავრობები იცვლება, თანამშრომლებზე პრემიების, დანამატების, თუ ჯილდოების გაცემის დასაბუთებას კი, მისი სიდიდის, თუ შედარებითი სიმცირის მიუხედავად ისევ ვერ ახერხებენ - აჭარის მთავრობის აპარატში დეკემბერში ხელფასებთან ერთად ჯილდოს სახით 157 ათასი ლარის გაცემის კანონიერებაზე საუბრობენ, მაგრამ მათ კანონის დარღვევას არც არავინ აბრალებს - საქმე იმაშია, რომ მესამე სექტორიც და ოპოზიციაც ითხოვს პასუხს კითხვაზე - რა დამსახურებისთვის დაანაწილეს მთავრობაში ჯილდოები.

ამბობენ, რომ დაანოსნებული მცირე მთავრობის კონცეფციის მიუხედავად ხარჯი იზრდება. ამაყად ნათქვამი 4-მილიარდიანი საინვესტიციო პორტფელის ფონზე კი რეგიონში რეალურად არაფერი იცვლება. ოპოზიციას მმართველ გუნდში წარსულს და პრემიის სახით გაცემულ კოლოსალურ თანხებს ახსენებენ. ცნობისთვის, მხოლოდ გასულ წელს მთავრობის აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.