3 ოქროს მედალი - მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების წარმატებული წლის დასაწყისი

30 იან 2020

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს 2020 წლის პირველი ოქროს მედლები ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოუპოვა. ძალოსანმა რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური ლიცენზიების ქულებიც თამაშდება, ატაცში 170/176 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

აკვრაში ძალოსანმა ასევე პირველი ადგილი დაისაკუთრა დაძლეული 201/210 კილოგრამითაც. ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში მოგროვებული 386 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.
რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე სულ ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე 8 მედალია მათ შორის 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს. ვერცხლის მედლები შოთა მიშველიძემ, ბრინჯაოს კი გოგა ჩხეიძემ მოიპოვეს.