აჭარაში მოქმედი გიდები ღვინის თემატიკაზე ტრენინგებსა და ვორქშოპებს კახეთში ესწრებიან

29 იან 2020

აჭარაში მოქმედი გიდები ღვინის თემატიკაზე ტრენინგებსა და ვორქშოპებს კახეთში ესწრებიან. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების თემებია  ღვინის მარკეტინგი, ღვინის კლასიფიკაცია, მევენახეობა და მევენახეობის კერები საქართველოში, ქართული ვაზის სახეობები, ქვევრი და ქვევრის ღვინო. ტრენინგები USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება.