ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს წყალი მთელი დღით გაეთიშა

28 იან 2020

ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს დღეს წყალი არ მიეწოდება. ''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 28 იანვარს, წყალმომარაგება შეწყდა. კომპანიში ამბობენ, რომ აბონენტებს შეზღუდვები 29 იანვარს ღამის 03:00 საათზე მოეხსნებათ.

''წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით'' - წერია ''ბათუმის წყლის'' მიერ გავრცელებულ განცხადებაში.