ივანიშვილს ჰყავს კლოუნები- გიგა ბოკერია

26 იან 2020

პატრიოტთა ალიანსის აქციის საპასუხოდ, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ივანიშვილს ჰყავს პირდაპირი კლოუნები, რომელთაც „ქართული ოცნების“ სახელი აქვს ბეჭედდარტყმული და კიდევ ჰყავს კლოუნები, რომელთაც სხვა ბეჭედი ასვია ხოლმე“.

მისივე თქმით, ამერიკელი კონგრესმენების წინააღმდეგ კამპანია მათი პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესის გამო დაიწყება.