ქვიშხეთში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - დაიღუპა 4 ადამიანი

26 იან 2020

განახლებული:

ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი წყალში გადავარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილია 4 პირი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.