7 მილიონიანი  საგანმანათლებლო პროგრამა   ამერიკული მხარის დაფინანსებით

26 იან 2020

საქართველო-აშშ-ს შორის  პარტნიორობის ფარგლებში, USAID   საქართველოში 7 მილიონი   დოლარის ღირებულების  5-წლიან პროექტს განახორციელებს, რომელიც  საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას   გულისხმობს.

ამის შესახებ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. საუბარი შეეხო Fulbright​-ის პროგრამის გაფართოებასაც.

მერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება.