გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

25 იან 2020

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველო ამ მძიმე წუთებში გვერდში უდგას თურქეთს. მანამდე სამძიმრის წერილი გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის ინფორმაციითაც დაღუპულთა და დაშავებულთა შორის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან.