25 იან 2020
კონგრესმენების კრიტიკული წერილები ხელისუფლებას და ოპოზიციის მწვავე შეფასებები. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სენატიდან მიღებულ წერილს დღის ბოლომდე არ გაასაჯაროვებს, მაშინ ნაციონალური მოძრაობაში ამბობენ, რომ ამას თავად გააკეთებენ.
როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, პარტნიორებმა კარგად იციან ის, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ინსტიტუტები არ იღებენ. წერილში, საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებსა და აქტივისტებზე ძალადობაზეა საუბარი.