თურქეთში ქართველი მეზღვაური დააკავეს

25 იან 2020

ქართველი მეზღვაური დააკავეს თურქეთში. დაკავების ზუსტ მიზეზს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სწავლობს, აქ ამბობენ, რომ დაკავება მის საქმიანობას არ უკავშირდება.

უწყებამ ინფორმაცია ოჯახის წევრებისგან შეიტყო და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა.