24 იან 2020
თოვლის გამო ხულოსა და შუახევის 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა რამდენიმე ბაღშიც. მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი დაბაში 70 სმ მეტია, მაღალი ზონის სოფლებში კი მეტრს გადააჭარბა.
ხულოსა და შუახევში შეფერხებებია ენერგო მომარაგებაშიც. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილება არის პრობლემა.