გახარია კონგრესმენების წერილზე - მზად ვართ სტრატეგიულ პარტნიორებთან მშვიდად ვისაუბროთ

24 იან 2020

მმართველი გუნდის წევრების მსგავსად, ამერიკელი კონგრესმენების წერილს საქართველოს მთავრობის მისამართით, არ იწონებს პრემიერ მინისტრიც, გიორგი გახარია ფიქრობს, რომ პარტნიორები წერილობითი ფორმას მეგობრებისადმი არ უნდა იყენებდნენ.

თუმცა მზად არის ყველა თემაზე ისაუბრონ და ამერიკელ პარტნიორებს ყველა საკითხი, რომელიც იქნა გაკრიტიკებული წერილში, აუხსნან.