„კორუფციის აღქმის ინდექსი“ - საქართველოს პოზიცია 2 ნიშნულით გაუარესდა

23 იან 2020

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“გამოაქვეყნა „კორუფციის აღქმის ინდექსი 2019“, რომელიც აფასებს მსოფლიოს 180 ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ ვითარებას. 2018 წლის ინდექსთან შედარებით საქართველომ უკან დაიხია სამი საფეხურით და 41-დან 44-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი ლიდერობენ.