საპროკურორო საბჭო 27 იანვრიდან კანდიდატებტან გასაუბრებას იწყებს

23 იან 2020

27 იანვრიდან საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის  კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს. ცნობილია, რომ გასაუბრება  ინდივიდუალურ რეჟიმში ლაივსტრიმით გაიმართება.

16-დან 2 კანდიდატს გელა ჩივაძეს და ალექსანდრე კობაიძეს  დოკუმენტებში ხარვეზი აღმოაჩნდა. მათ ვადა მიეცათ. საპროკურორო საბჭომ გუშინ პირველი სხდომა გამართა, რომელიც დახურული იყო, საბჭოს მისამართით ოპოზიციას ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.