საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ისრაელში

22 იან 2020

საქართველოს პრეზიდენტი  სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა და პროცესის დაჩქარებაზე თანხმობაც მიიღო.

ხელშეკრულება, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროცესის დაწყების შესაძლებლობას მისცემს.  

ამერიკულმა ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის დააჯილდოვა.