„ABC news“-მა გაავრცელა ძაღლის ვიდეო, რომელიც ბათუმში ბავშვებს ქუჩის გადაკვეთაში ეხმარება

21 იან 2020

„ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს ბათუმში გადაღებულ ვიდეოს, როგორ ეხმარება ძაღლი ბავშვებს ქუჩის გადაკვეთაში.

 „ყურადღებიანი ძაღლი ინტერნეტის სენსაცია მას შემდეგ გახდა, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ბაღის აღსაძრდელებს ქუჩის გადაკვეთაში დაეხმარა“, – წერია ვიდეოს აღწერაში.

ვიდეო ბათუმელმა ბექა ცინაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა.