ხელვაჩაურში ხანძრის დროს დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა

20 იან 2020

ხელვაჩაურში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული კაცი მკურნალობას თბილისში გადის. ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. პაციენტს სხეულის 50% აქვს დამწვარი იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება. სამედიცინო დაწესებულებაში მას საჭირო კვლევები ჩაუტარდა და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება. 

სოფელ შარაბიძეებში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. 31 წლის მამაკაცი კი დაშავდა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება დაიწყო.