''შუქურამ“ სეზონისთვის მზადება ახალი შემადგენლობით და მწვრთნელით  დაიწყო

19 იან 2020

ქობულეთის „შუქურამ“ ახალი სეზონისთვის მზადება ახალი შემადგენლობით და მწვრთნელით  დაიწყო. კლუბმა ახალი ფეხბურთელები და მწვრთნელი საზოგადოებას ოფიციალურად გუშინ წარუდგინა. ამ ეტაპზე გუნდი პირველ ლიგაში ასპარეზობს.

2019 წლის სეზონი კლუბმა მე- 6 ადგილზე დაასრულა. ცნობისთვის,   ქობულეთის მერიაში  შესულია განცხადება  კლუბის გასხვისების თაობაზე. მირიან ქათამაძის განცხადებით ჯერჯერობით  ეს საკითხი განხილვის პროცესშია.